ქართულმა ციფრული მარკეტინგის სააგენტომ $3.2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

როგორც ქართული ციფრული მარკეტინგის სააგენტო RedBerry საკუთარ Facebook გვერდზე წერს, მათ $3.2 მილიონის ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს. კომპანიამ 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია “საქართველოს კაპიტალისგან” მოიზიდა.

„მოზიდული ინვესტიცია სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს, არსებულ სერვისებს ახალი სერვისები დაუმატოს და მათი ეფექტური ინტეგრაციით ბაზარზე სრულიად უნიკალური შეთავაზება გააკეთოს – ინოვაცია, როგორც სერვისი. „რედბერიში“ შეიქმნება ციფრული ინოვაციების სრულყოფილი შიდა ეკოსისტემა, რაც აერთიანებს: კრეატიულ საკომუნიკაციო სერვისებს, ციფრული პროდუქტების დიზაინსა და დეველოპმენტს, კონტენტის ფროდაქშენს, ციფრულ გაყიდვებს, მედიადაგეგმარებასა და საკონსულტაციო სერვისებს“.