გასული წლის ბოლოს ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანებს ვეგანური ბურგერები უფრო აკმაყოფილებთ და ანაყრებთ, ვიდრე ხორცის.

კვლევაში სულ 60 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მისმა შედეგებმა კი მეცნიერები აღაფრთოვანა.
საინტერესო ფაქტია, რომ ხელოვნური ხორცისგან შექმნილი, ან უხორცო ბურგერები 99%-ით ნაკლებ წყალს, 50%-ით ნაკლებ ენერგიას და 93%-ით ნაკლებ მიწასა საჭიროებს.
ასე რომ, ვფიქრობ, დროა ვეგანურ და ვეგეტარიანულ საკვებზე გადავიდეთ, ბუნებასაც მოვუფრთხილდეთ და საკუთარ ჯანმრთელობასაც.
წყარო: BigThink