Marklab – ბაზარზე თავს ახალი მარკეტინგული სააგენტო იმკვიდრებს

დღეს ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ეპოქაში, რომელშიც ტექნოლოგიების განვითარება, ბიზნესი, მარკეტინგი და მომავალი წარმატება ერთმანეთთან მჭიდრო და განუყოფელ კავშირშია.

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მცირე ბიზნესი. რა იქნებოდა თქვენი პირველი მიზანი? ცნობადობის გაზრდა, მყიდველის მოზიდვა, თუ მარკეტინგულ ბაზარზე სწორად პოზიციონირება?

პასუხი ნათელია – სამივე კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია.

და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენმა ბიზნესმა ყველა ზემოთ ხსენებული შეძლოს?

MarkLab ახალი მარკეტინგული კომპანიაა. კომპანიის მთავარი მიზანი თქვენი ბრენდისთვის/ბიზნესისთვის მაქსიმალური წარმატების მოტანაა მცირე დროში. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, იქნება ეს ბაზრის ანალიზი, PR აქტივობების შემუშავება, ბრენდის შექმნა, სოციალური მედია მომსახურება, თუ სხვ. მარტივად, ხარისხიანად და სწრაფად შესრულებადია, თუ იცით ვის უნდა მიანდოთ სამუშაო.

ამჟამად მარკლაბი სხვადასხვა სფეროს, ტიპისა და სიდიდის კომპანიებთან თანამშრომლობს. როგორც მარკეტინგულ სააგენტოში ამბობენ, მთავარი გამოწვევა იმ უნიკალურობისა და განსხვავებულობის წარმოჩენაა, რომელიც კომპანიის მთავარი სავიზიტო ბარათია.

MarkLab-ი დაინტერესებულ პირებისა და კომპანიებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს:

– ბრენდინგი (ლოგო, ბრენდბუქი, ბრენდის პლატფორმა);

– ნეიმინგი;

– მარკეტინგული კონსულტაცია;


– ციფრული მარკეტინგი;

– სოციალური მედია მენეჯმენტი;

– სარეკლამო რგოლების გადაღება, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და TV განთავსება;

– ფოტოგადაღება – დაწყებული ფოტოგრაფისა თუ ლოკაციის შერჩევიდან და სცენარის გაწერიდან, დასრულებული ყველა იმ ნიუანსით, რომელიც ამ სფეროს აერთიანებს.

ისე, კი რადგან ციფრული მარკეტინგი ყველაზე პოპულარული და სწორი გზაა მომხმარებლებთან საურთიერთოდ, მათ მოსაზიდად, თუ ბრენდზე სწორი წარმოდგენის შესაქმენად, MarkLab-ისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ რომ Digital Marketing-ია.  

“მიუხედავად იმისა, არის თუ არა თქვენი კომპანია სოციალურ მედიაში, თქვენი მომხმარებლები და კონკურენტები უკვე იქ არიან. მხოლოდ საქართელოში 1,000,000-ზე მეტი რეგისტრირებული სოციალური ქსელის მომხმარებელია. რამდენი მათგანი გიცნობთ თქვენ?

როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო სჭირდება მათთან ყოველდღიურ კომუნიკაციას? რამდენად ოპერატიულად პასუხობთ დაინტერესებულ მომხმარებელს? არადა, პარალელურად რამდენი მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი… გეთანხმებით, რთულია გადატვირთულ ყოველდღიურობაში გამონახო დრო ყველა მომხმარებლისთვის.

მარკლაბ – ი იდეალური გამოსავალია იმისთვის რომ სწორად დაგიგეგმოთ რეკლამები ციფრულ სამყაროში” – წერს მარკეტინგულ ბაზარზე ახლად გამოჩენილი ციფრული კომპანია.

და თუ დღეს ათობით ადამიანი მუშაობს მომხმარებლების მოზიდვაზე, პროდუქტის აუდიტორიამდე მიტანასა, თუ ბრენდის თავიდან ბოლომდე შექმნაზე, ყველაფერი ეს გაცილებით მარტივი, მოსახერხებელი და გარანტირებული შედეგის მომტანია, თუ ბიზნესს იმ კომპანიას ანდობთ, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის თქვენი საჭიროებები.