17-19 მაისს თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა TAF გაიმართება

აღმოსავლეთი ევროპის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის სახელოვნებო სცენებს შორის თანამშრომლობას წახალისების მიზნით, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (taf) უკვე მეორედ 17-19 მაისს გაიმართება. 

“მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ასევე სივრცე, სადაც დამოუკიდებელი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას.
ExpoGeorgia-ს პავილიონები კიდევ ერთხელ მოუყრის თავს გალერეებს, არტისტებს, კურატორებსა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. Taf-ის ფარგლებში მოეწყობა მრავალი გამოფენა, პერფორმანსი, ვორქშოპი, საუბრები და სხვა ტიპის აქტივობა” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.