შონდა რაიმსის სამედიცინო დრამა Grey’s Anatomy, ABC-ის გაადწყვეტილებით, კიდევ ორი სეზონით განახლდება.
“გრეის ანატომია” ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამედიცინო დრამაა. ეთერში მისი 332-ზე მეტი სერია გავიდა. სერიალი უკვე 16 წელია ეთერშია, თუმცა საინტერესოა, რომ ის დღემდე ინარჩუნებს რეიტინგსა და მაყურებლის სიყვარულს.
ჯერჯერობით უცნობია, შოუ მე-18 სეზონის შემდეგ დასრულდება, თუ – არა.