Summer is Coming! #StartUper

ყველაზე ცხელი და თავგადასავლებით სავსე სეზონი გვიახლოვდება. სეზონი, როდესაც ზღვის სანაპიროზე გარუჯვას, თუ მთებში ხეტიალს არაფერი გვირჩევნია. სეზონი, როდესაც ვისვენებთ, ვერთობით და საკუთარ თავს სრულ თავისუფლებას ვაძლევთ. 

ზაფხული ახლოვდება. 

ამ მხიარული და ჯადოსნური სეზონისთვის კი დროულად მომზადება არასდროსაა ცუდი იდეა. 

by Ksenia Shokorova

პირადად მე მცირე სიას ვაკეთებ ხოლმე, რომელშიც ვწერ იმ ნივთების, აქსესუარებისა, თუ ტანსაცმელების ჩამონათვალს, საზაფხულოდ რისი შეძენაც მსურს. 

ამჟამად ჩემს სიაში ორი სტარატაპიც მოხვდა. ორივე მათგანი თიბისის პროგრამა სტარტაპერის წევრია. 

თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.

პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.

Cottoncandy

თუ საზაფხულოდ ზღვისკენ და სანაპიროებისკენ მიგიწევთ გული, მაშინ ეს სტარტაპი თქვენთვისაა. ფერადი, ორიგინალური დიზაინის მქონე საცურაო კოსტუმები და აქსესუარები CottonCandy-ში შეგიძლიათ იპოვოთ.

“კომპანია “კოტონ ქენდი ბიკინი” არის პირველი საქართველოში დამზადებული საცურაო კოსტიუმების ფუძემდებელი. ჩვენ ვაწარმოებთ ზღვის აქსესუარებს, ხელით შეკერილ საცურაო კოსტიუმებს, რომლებიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ უკვე მეორე წელია.” – წერს სტარტაპი საკუთარ აღწერაში.

by F. for B&B

Jiano Bags

მაშინ, როდესაც სხვადასხვა მაღაზიებს ვნახულობდი, რომ სასურველი ჩანთა ამერჩია პატარა სტარტაპს წავაწყდი.

“Jiano Bags” ხელნაკეთი ჩანთების ონლაინ მაღაზიაა . ჩვენ ვქმნით გამორჩეული დიზაინის კლასიკურ ჩანთებს, ინდივიდუალიზმისა და განსხვავებული შტრიხების მოყვარული ქალბატონესბისათვის.” – ასე ახასიათებს საკუთარ ბრენდს Jiano Bags-ი. 

ისე კი, საზაფხულოდ ლამაზ, დახვეწილ და კლასიკურ ჩანთებს რა შეედრება?!