To Do List | 11 მაისი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალზე.

გასული წლის მსგავსად 2019 წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე
დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები – ფესტივალს წელს სულ 70-ზე მეტი მონაწილე ეყოლება. ფესტივალი დამთვალიერებლებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მიიღებს.

12 მაისს, 17:00 საათზე BUYERS და TBC Status – თიბისი სტატუსი საგაზაფხულო შოპინგის საღამოზე გეპატიჟებათ.

საზაფხულო შოპინგის საღამოზე იქნება ახალი ბრენდების პრეზენტაცია და სპეციალური ფასდაკლებებები ივენთის სტუმრებისათვის.

მისამართი: BUYERS-ის შოურუმი, ქ. თბილისი, გერონტი ქიქოძის ქ.11 

16 მაისს Propaganda.network წარმოგიდგენთ მასშტაბურ გამოფენას OXYGEN_Tbilisi No Fair, რომელიც ეცდება საქართველოს აქტუალური შემოქმედებითი ძალა აჩვენოს.

“OXYGEN ყველა ცოცხალ ორგანიზმს აკავშირებს და არტისტული ქსელის ოპტიმალური მიკრო-მოდელი ხდება, რომელიც მნიშვნელოვანი და დროსთან შესაბამისი შინაარსებითაა დატვირთული. ეს არის მცდელობა, წარმოვიდგინოთ ახალი სისტემა დინამიკური ნარატივებით და შევქმნათ სიხშირე, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე ხელოვნების პოსტ-მედიუმ ხანას.

გარდამავალ პროცესში მყოფი Stamba Hotel 10 დღით გარდაიქმნება და მისი ერთ-ერთი შენობის 3 სართულს შემოქმედებითი პრაქტიკის სახლად გადააქცევს.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. 

15-19 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ,,დიზაინ ჯორჯია“ გთავაზობთ საგალერეო დიზაინ-ობიექტების გამოფენას, სადაც წარმოდგენილია ქართველი დიზაინერების მიერ შესრულებული ნამუშევრების ფართო სპექტრი: ავეჯი, განათება, აქსესუარები.
საგამოფენო ექსპონატები დიზაინის და თანამედროვე ხელოვნების სინთეზს წარმოადგენენ. გამოფენის მიზანია საგალერეო და საკოლექციო პროდუქტ დიზაინის, როგორც სახელოვნებო მიმართულების დამკვიდრება და განვითარება.
გამოფენა ტარდება თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში TAF • Tbilisi Art Fair