აქსესუარი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს შენს სტილს #StartUper

Meditation holistic stamp finger fingers meditate ohm yoga meditation hand
by Kirk! Wallace

თუ ახალ-ახალ აქსესუარებს ეძებთ, თქვენთვის მშვენიერი სიახლე მაქვს. გაგაცნობთ ორ სტარტაპს, რომლებიც ორიგინალურ, საინტერესო და თქვენს გემოვნებაზე ზუსტად მორგებულ აქსესუარებს შემოგთავაზებენ. 

ორივე მათგანი ჩართულია თიბისი სტარტაპერის პროგრამაში. 

tbc startuper-ის სურათის შედეგი

თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.

პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.

Dreams of spring face hand flower antiquity rome creative design art sculpture flat illustration

პირველი სტარტაპია ‘კუსკუსა’

ეს ის მცირე ზომის ბიზნესია, რომელიც თქვენს ხელებს ყველაზე უკეთ დაამშვენებს. ვერცხლის აქსესუარები, თქვენი გემოვნებისა და ხედვის მიხედვით შექმნილი სამკაულები და განსხვავებული, ორიგინალური სტილი. 

‘კუსკუსა’ ვერცხლის ხელნაკეთი ბეჭდების სტარტაპ ბრენდია. თითოეული ნამუშევარი იქმნება ქალბატონების ხასიათის მიხედვით. კუსკუსა თავისუფალი, ქარიზმატული და მიმზიდველია. დიზაინი არ მეორდება და ექსკლუზიურია.’ – ვკითხულობთ სტარტაპის აღწერაში. 

მეორე კი – ‘მარიანო’

მარიანო სამკაულების სტარტაპია, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის თუ რა სეზონზე, რა ჩაცმულობასა და რა ხასიათზე როგორი აქსესუარი გესაჭიროებათ.

“სპილენძისა და ბუნებრივი ქვებისაგან “Wire wrap” ტექნოლოგიით დამზდებული ხელნაკეთი სამკაულები . ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ სახელოსნოში, ონლაინ ვებ-გვერდიდან და სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებზე.” – ვკითხულობთ სტარტაპის დახასიათებაში.