15 მაისიდან ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა “ჩარლი ჩაპლინი თბილისში”

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 15 მაისიდან იხსნება ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა “ჩარლი ჩაპლინი თბილისში”.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება მხატვრის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი 80-მდე ნამუშევრის ხილვის. ნამუშევრები შესრულებულია, როგორც ზეთში, ასევე – გრაფიკაში. 

საინტერესოა, რომ აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, ასევე ხელოვანის მიერ 2011 წელს შექმნილი ბრინჯაოს ქანდაკება, რომლის ასლიც ზურაბ წერეთელმა მოგვიანებით ჩარლი ჩაპლინის შვილს გადასცა. 

აღნიშნული გამოფენა ეძღვნება ჩარლი ჩაპლინის დაბადებიდან 130 წლისთავს.