რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორი ტატუს გაკეთებას გვირჩევდნენ მსოფლიოში აღიარებული და გამოჩენილი ხელოვანები, თუმცა შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორი იქნებოდა მათი ნამუშევრები რომ ტატუ არტისტებს შეესრულებინათ.
არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დაგჭირდებათ, სანამ ტატუს გაკეთებას გადაწყვეტთ:
1
არსებობს განსაკუთრებული ზონები, სადაც ტატუს გაკეთება ძალიან მტკივნეულია, მაგალითად: მაჯა, ყური, ლავიწი, ზურგზე ხერხემლის მიმდებარე ტერიტორია, ტერფები;
2
აკვარელის ტატუ ძალიან ორიგინალური და ლამაზია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესრულებადია, ამიტომ სანამ მსგავსი ტიპის ტატუს გაკეთებას გადაწყვეტთ, ჯერ ქალაქში საუკეთესო პროფესიონალი ჯობს მონახოთ;
3
შავი ტატუ, რომელიც უფრო დიდხანს ძლებს (სწორად გაკეთების პირობებში), ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია;
4
ტატუს ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ძალიან მცირე ზომის ნახატის გაკეთება გქონდეთ ჩაფიქრებული, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზუსტად წარმოდგენილი ზომის ტატუ შეიძლება ვერ მიიღოთ;
5
თეთრი ტატუ ძალიან ორიგინალური და ლამაზია, თუმცა ხშირად მისი დანახვა არც თუ ისე მარტივადაა შესაძლებელი;
6
ზაფხული, მზე და სიცხე ნამდვილად არ არის საუკეთესო პერიოდი ტატუს გასაკეთებლად, რადგან ინფექციებისა და გართულებების მაღალი რისკი არსებობს.