დავით კაკაბაძე 130: მულტიმედია ხელოვნების პროექტი “GAMMA”

23 მაისს, თიბისი არტ გალერეაში გაიმართება მულტიმედია ხელოვნების პროექტის – „GAMMA“, პრეზენტაცია. პროექტი ორგანიზებულია თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის მიერ. 

დავით კაკაბაძე მეცნიერი, გამომგონებელი, მხატვარი და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია, რომლის 130 წლის იუბილეს ეძღვნება რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტი.

მულტიმედია ხელოვნების პროექტი “GAMMA” სწორედ დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.

“GAMMA მულტიმედია აუდივიოზუალური ინსტალაციაა, რომელიც ციფრულ მედიაში ადამიანის და სინათლის ინტერაქციას იკვლევს. GAMMA-ს ციფრული არქიტექტურა სიბნელისა და სინათლის დაკავშირებით იგება, რომელშიც ზღვარი ტექნიკურად წარმოებულ სინათლესა და მომხმარებელს შორის ქრება”

დავით კაკაბაძის ცხოვრების, შემოქმედებისა და ფონდის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ თორმეტის სტატიაში – http://bit.ly/2ZT9lxH