ჯორჯ მარტინის თქმით, წიგნს შესაძლოა შოუსგან განსხვავებული დასასრული ჰქონდეს

როგორც წიგნი “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” ავტორი ჯორჯ მარტინი საკუთარ ბლოგზე წერს, მისი ბოლო ორი წიგნი 3000 ხელნაწერი გვერდი, ან უფრო მეტი იქნება, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სცენის დამატება გახდება საჭირო. 

ბლოგზე, სადაც მწერალი “სამეფო კარის თამაშებს” ემშვიდობება, მკითხველს არ უმხელს წიგნს შოუს მსგავსი დასასრული ექნება, თუ – არა. 

მარტინის თქმით, ის ახლა როგორც პროდიუსერი, ხუთ შოუს ქმნის HBO-ზე და საკმაოდ დაკავებული გრაფიკი აქვს.

გაინტერესებთ, თუ რა ბედი ეწიათ არიანე მარტელს, დარქსტარს, ვიქტორიან გრეიჯოის, სირ გარლან გალანტს, ეიგონ მეექვსესა და სხვა გმირებს? მაშინ, ისღა დაგრჩენიათ, წიგნის გამოცემას დაელოდოთ და იმედოვნოთ, რომ მას შოუზე უკეთესი დასასრული ექნება.