სტარტაპერებისთვის 650 000-ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო.
“პროგრამის მეშვეობით, ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.”
დაფინანსებული პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 24 თვეა, გრანტის მოცულობა – 150 000-დან 650 000 ლარამდე მერყეობს. კომპანიის წლიური ბრუნვა კი, არ უნდა აღემატებოდეს 30 მლნ. ლარს.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანია 1 წლით ადრე უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს სამეწარმეო რეესტრში, ვიდრე განაცხადს შეიტანს საგრანტო პროგრამაზე.