12 გამორჩეული ქალი | თათია სამხარაძე

დაკავშირებული სურათი

გამორჩეულ ქალებზე ფიქრისას შეუძლებელია არ გამახსენდეს იდუმალებით მოცული ქართველი ქალი, ცისფერყანწელთა მეგობარი-ელენე ბაქრაძე, რომელსაც საზოგადოება ელენე დარიანის სახელით იცნობს. ეროტიული პოეზიის შემოქმედის ლექსებს, დიდხანს მიწერდნენ კაც პოეტ პაოლო იაშვილს. თუმცა სინამდვილეში, იგი მხოლოდ ელენეს შემოქმედების რედაქტორი გახლდათ. ელენე “დარიანი”, როგორც მას პაოლომ შეარქვა, ნახსენებია გალაკტიონ და ტიციან ტაბიძის წერლებში. ქალი, რომელიც პაოლოს ჩრდილში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ბრწყინვალე ნიჭითა და სითამამით, დღემდე რჩება განსაკუთრებით საინტერესო და მისტიურ პერსონაჟად.

ანიტა ჰილი-ის სურათის შედეგი

ანიტა ჰილი ამერიკელი უფლებადამცველი და სამართლის პროფესორია. 1991 წელს, ანიტა საზოგადოების ფართო ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც საჯაროდ მისცა ჩვენება ამერიკის უზენაესი სასამართლოს კანდიდატის წინააღმდეგ და ის სექსუალურ შევიწროვებაში ამხილა. მისმა სიმამაცემ საფუძველი დაუდო სექსუალური შევიწროების პრობლემის ფართო განხილვას და სხვა ბევრ ქალს მისცა საუკეთესო მაგალითი. ანიტა ჰილის შემდეგ, ამერიკაში სექსუალური შევიწროების გამჟღავნების სტატისტიკა გაიზარდა. მასზე რამდენიმე ფილმია დოკუმენტური და მხატვრული გადაღებული. უკანასკნელი, სახელწოდებით “Confirmation” ქერი ვაშინგტონის მონაწილეობით 2016 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ჩიმამადა ადიჩი-ის სურათის შედეგი

ნიგერიელი მწერალი ქალი ჩიმამანდა ადიჩი 2015 წელს თაიმსმა “100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა” შორის მოიხსენია. მისი ფემინისტური Ted Talk-ები კი ჩვენი დრის ყველაზე ყურებადი ვიდეოებია. ჩიმამანდა ადიჩი არის ავტორი წიგნებისა, “Americanah” და “We should all be feminists”. ორივე წიგნის წაკითხვას ყველა გოგოსთვის მტკიცე რეკომენდაციას ვუწევ.

princess diana-ის სურათის შედეგი

პრინცესა დიანა სინამდვილეში სამეფო ტიტულს არ ატარებდა. თუმცა, ბრიტანელმა ხალხმა, მას სიყვარულის დასტურად მისი სამეფო ტიტულით მოხსენიება დაიწყო. ლედი დი, როგორც მას ასევე ხშირად მოიხსენიებენ სრულიად განსხვავებული, იდუმალი და კეთილშობილი ქალი იყო. მის სახელთან ერთნაირად დაკავშირებულია უსაზღვრო საქველმოქმედო საქმიანობა და ტაბლოიდური ამბები. მისი ტრაგუკული სიკვდილიც ავტოკატასტროფაში სწორედ ყვითელი პრესისი პაპარაცების გამუდმებულ დევნას ბრალდება. ამ გამორჩეულ ქალზე საუბარი დღემდე აქტუალურია. ხოლო, მისი დახვეწილი სტილი დღემდე ინარჩუნებს გავლენას მოდის მიმდევრებში.

sylvia plath-ის სურათის შედეგი

ტრაგიკული ქალი სილვია პლათი, ამერიკელი პოეტი და არაჩვეულებრივი ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნის “The bell jar”-ის ავტორია. ფემინისტებისთვის სილვია პლათი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქალია, რადგან განასახიერებს კაცებისგან დომინირებულ სამყაროში ვერ რეალიზებული უსაზღვრო ნიჭს და გენიას. მისი ღრმა დეპრესია და განცდები ხშირად უკავშირდება ქორწინებას ინგლისელ პოეტ ტედ ჰიუზთან. რომელთან გაშორების შემდეგაც სილვია პლათი სუიციდით ასრულებს სიცოცხლეს.

zeidi smith-ის სურათის შედეგი

ზეიდი სმიტი ყველაზე მოდური ბრიტანელი ქალი ავტორია. ზეიდი, გარდა განსაკუთრებული წერის ოსტატობისა, სიმღერის ნიჭითაც არის დაჯილდოვებული და საოცარ ეგზოტიკურ გარეგნობასთან სინთეზში, მართლაც გამორჩეული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. მის წიგნს “White theeth”-ს თავისუფლად შეგვიძლია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ვუწოდოთ. წიგნი ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი და გამოცემული.

maya angelou-ის სურათის შედეგი

მრავამხრივ გამორჩეული მაია ენჯელოუ ამერიკელი შავკანიანი ქალია. მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლი, პოეტი და მომღერალი. რობერტ ფროსტის შემდეგ, იგი მეორე ადამიანი იყო, ვინც ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციების საჯაროდ საკუთარი შემოქმედება წაიკითხა. მრავალი ჯილდოს და ღირსების სიგელის მფლობელი მაია ენჯელო მთელმა მსოფლიომ მისი შესანიშნავი ავტობიოგრაფიული წიგნის, “I know why caged bird sings” მეშვეობით შეიყვარა.

veronica franco-ის სურათის შედეგი

ვერონიკა ფრანკო იტალიელი კურტიზანი ქალი იყო. თუმცა, ამ პროფესიას მისთვის ხელი არ შეუშლია მიეღო ბრწყინვალე განათლება და მოეპოვებინა პოლიტიკური გავლენები. ისტორიამ, რენესანსის ეპოქის ამ გამორჩეული ქალის სახელი იტალიელ პოეტად და არტისტად შემოინახა. თავად ვერონიკა ფრანკოს პოემები მრავალ ენაზეა ნათარგმნი. მის ცხოვრების ბიოგრაფიის მიხედვით კი არაერთი წიგნია დაწერილი და ფილმებია გადაღებული.

marina cvetaeva-ის სურათის შედეგი

მეოცე საუკუნის უდიდეს რუს პოეტ ქალს, მარინა ცვიტაევას, ასევე გამორჩეული, 21-ე საუკუნის ავტორ-შემსრულებელი ზემფირა, სიმღერებს უძღვნის. ცვიტაევას კონტრავერსული და ტრაგიკული ცხოვრება მუდმივი ჭიდილია სიღარიბესთან, ბედთან და საკუთარ სექსუალურ სურვილებთან, რომელიც სოფია პარკონთან აკავშირებდა. სწორედ ამ ლესბოსულ სიყვარულს მიუძრვნა პოეტმა ციკლი ლექსებისა “მეგობარი ქალი”. მარინა ცვიტაევამ სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულა, და სამწუხაროდ, მისი საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობაც უცნობია.

frida kahlo girlfriend-ის სურათის შედეგი

ლეგენდარული ფრიდა კალოს სიცოცხლე მისივე ციტატით; “I am not sick. I am broken. But, I am happy to be alive as long I can paint.” ალბათ ყველაზე უკეთ მანიფესტირდება. არტისტის და აქტივისტი ფრიდა კალო მთელი ცხოვრება იტანჯებოდა გაუსაძლისი ტკივილებით, სიყვარულით და მუდმივი მცდელობით შეეცვალა სამყარო უკეთესობისკენ. სიკვდილის მიუხედავად, მისი მნიშვნელოვანი დანატოვარი აწმყოშიც აგრძელებს ადამიანების შთაგონებას და გაოგნებას.

დაკავშირებული სურათი

მეფე აიეტის გრძნეული ასული, კოლხი მედეა გამორჩეული ისტორიული ფიგურაა. მისი ცხოვრების და სიყვარულის გარშემო მითების შექმნა პირდაპირ უკავშირდება დიდ ბერძენ მწერალს ევრიპიდეს, რომელმაც მედეა საკუთარი შვილების მკვლელ შურისმაძიებელ ქალად გაგვაცნო. შურისმაძიებელი მედეა ნამდვილად იყო. თუმცა მან საკუთარი შვილები არა, იასონის, საკუთარი ქმრის საცოლე მოკლა. მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა მედეას სამაგიერო შვილების დახოცვით გადაუხადეს. მედეას შესახებ დაწვრილებით ლევან სანიკიძის ისტორიული ნაშრომი “ამბავი კოლხი ქალისა” ყვება. სწორედ კოლხ მედეას სახელთან არის დაკავშირებული მედიცინა და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობადობა.

fleabag phoebe-ის სურათის შედეგი

ფიბი ბრიტანული კომედიური და სატელევიზიო შოუს ფიქციური პერსონაჟია. ენამახვილი, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი და დესტრუქციული ახალგაზრდა ქალის ლონდონური ცხოვრება თანაგანცდის მიღმა ვერც ერთ თანამედროვე ქალს ვერ დაგტოვებთ. თუმცა, მის არაჩვეულებრივობაში დასარწმუნებლად, თავადვე შეგიძლიათ, მრავალი ნომინაციის მფლობელი და ასევე გამორჩეული ქალი კომედიანტის შესანიშნავ სერიალ “Flebag”-ს უყუროთ. ვერ ინანებთ!