To Do List | 25 მაისი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება.

Image may contain: text

Oxygen-ის პარალელური პროგრამის ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე გაგვიზიარებს საკუთარ შეფასებებს ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალეს შესახებ, ექსკლუზიური ვიზუალური მასალების თანხლებით.
შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელებთ:
– ვენეციის ხელოვნების ბიენალეს მიმდინარე გამოწვევებსა და კრიტიკაზე;
– ქართული პავილიონების განვითარების რეტროსპექტივზე;
– მიმდინარე გამოშვებაზე, ფოკუსში: ანა კ.ე.-ს პროექტი: – REARMIRRORVIEW Simulation is simulation, is simulation, is simulation

No photo description available.

ჟანგბადი არასდროს იწვის. ის მხოლოდ აალებას უწყობს ხელს. მისია ცეცხლი რაკეტებსა და შენი პირიდან გარეთ – თეორიებში. ბინძურ ქარებთან მოთამაშე, მშვიდი ქაოსის პირისპირ ყველა შესაძლო ჰაბიტატს მოძებნის: შეურიგდი და განთავისუფლდები, გადააჭარბებ და დაჟანგდები. ჟანგბადი მართული ძალაა. მუდმივად განახლებადი ენერგია.

16 მაისს Propaganda.network წარმოგიდგენთ მასშტაბურ გამოფენას OXYGEN_Tbilisi No Fair, რომელიც ეცდება საქართველოს აქტუალური შემოქმედებითი ძალა აჩვენოს.

OXYGEN ყველა ცოცხალ ორგანიზმს აკავშირებს და არტისტული ქსელის ოპტიმალური მიკრო-მოდელი ხდება, რომელიც მნიშვნელოვანი და დროსთან შესაბამისი შინაარსებითაა დატვირთული. ეს არის მცდელობა, წარმოვიდგინოთ ახალი სისტემა დინამიკური ნარატივებით და შევქმნათ სიხშირე, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე ხელოვნების პოსტ-მედიუმ ხანას.

გარდამავალ პროცესში მყოფი Stamba Hotel 10 დღით გარდაიქმნება და მისი ერთ-ერთი შენობის 3 სართულს შემოქმედებითი პრაქტიკის სახლად გადააქცევს.

OXYGEN სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების 40-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს და მრავალფორმატიანია.

Image may contain: 1 person, text

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოს ფოსტის ერთობლივი ინიციატივით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 21 მაისიდან, წარმოგიდგენთ პირველი ქართული მარკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას „მარკებით მოთხრობილი ისტორია“.

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ქართულ მარკებს, რომლებიც თავის მხრივ დანარჩენ მსოფლიოს აცნობდნენ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მწერლებსა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს.

Image may contain: 6 people, text

26 მაისს, 20:00 საათზე, ADAMI მედიის პრიზი გიწვევთ ბოლო 3 წლის კონკურსებშიი ნომინირებული და გამარჯვბული ფილმების ღია ჩვენებაზე.
დასწრება თავისუფალია!

Image may contain: 1 person, ocean and sky

„ყველაფერი კანის შესახებ“

29 მაისს, 20 საათზე, კანის კინოფესტივალის დახურვიდან რამდენიმე დღეში, „პუბლიკა“ ფესტივალიდან დაბრუნებულ დიდ ქართველ რეჟისორს – ელდარ შენგელაიას უმასპინძლებს.

„Public(A) Talks“-ის ფარგლებში ამჯერად კანის 72-ე კინოფესტივალს შევაჯამებთ. საუბარს იმედის ჟურნალისტი – მარიკა ბაკურაძე გაუძღვება, რომელიც კანის კინოფესტივალს წლებია აშუქებს.