ჯანსაღი და, რაც მთავარია, გემრიელი კერძების მომზადება არც თუ ისე მარტივია. ბევრი ექსპერიმენტისა და ბებიის ნაქონი რეცეპტების წიგნში ძრომიალის შემდეგ საჭირო გადაწყვეტილება მივიღე – თიბისი სტარტაპერის სტარტაპ კატალოგი გადავათვალიერე და ჯანსაღი, დიეტური საკვები ობიექტები მოვნახე.
თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.
პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.
F3
ეს ის მცირე სტარტაპია, რომელის საკვებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ამის მიზეზი არაკონსერვირებული, გაუყინავი, ჯანსაღი და დიეტური ინგრედიენტების გამოყენებით მომზადებული კერძებია.
“ხდება ყველა პროდუქტის ოპტიმალურად მექანიკური, თუ თერმული დამუშავება, რათა მოხდეს მაქსიმალური სარგებლის მიღება მასში შემავალი ნივთიერებებისგან” – ვკითხულობთ F3-ის აღწერაში.
Namu Raw
ეს ის პატარა და პირველი უმი, ვეგანურ, მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული კონცეფციის სამზარეულოა, რომელიც 2016 წლიდან ჯანსაღი კვების პროპაგანდის სამსახურშია.
“ჩვენი პროდუქტი – ცოცხალი, შენარჩუნებული ფერმენტებით, არ შეიცავს ცხოველურ ნაწარმს, გლუტენს (ხორბალს), შაქარსა და სუფრის მარილს.”
ნამუ ზუსტად ის ადგილია, სადაც ჯანსაღ, გემრიელ, სასარგებლო და განსხვავებულ საკვებს დააგემოვნებთ.
საბოლოოდ, მნიშვნელობა არ აქვს რა დროა – საუზმის, სადილის, თუ ვახშმის, რადგან დღის ნებისმიერ მონაკვეთში მნიშვნელოვანია ვიტამინებით გაჯერებული, ჯანმრთელი საკვები მივირთვათ და მეტად გავუფრთხილდეთ ჩვენსა და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობას.