Facebook-მა სამ მილიარდზე მეტი ყალბი ანგარიში წაშალა

Facebook-ის განცხადებით, მათ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე 3 მილიარდზე მეტი ყალბი ანგარიში წაშალეს. როგორც  BBC იტყობინება,  ექვსთვიან პერიოდში სოციალური ქსელიდან სიძულვილის ენის შემცველი 7 მილიონი პოსტი წაიშალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 


ასევე, Facebook-ის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სამი თვის გამავლობაში წაშლილია 1,5 მილიონზე მეტი პოსტი, რომელიც ნარკოტიკებსა და იარაღს რეკლამირებას ეხებოდა.