რა არის იპოქონდრია და როგორ გავუმკლავდეთ მას

გქონიათ შემთხვევა, როდესაც გუგლში ერთი-ორი სიმპტომი ჩაგიწერიათ, მთელი დღეები კი შიშში გაგიტარებიათ, რომ შესაძლოა ყველა ის ჯანმრთელობის პრობლემა გქონდეთ, რაც ამოიკითხეთ? 

Stress Head thumbprint minimal graphic icon crunch emoji colour and lines mr porter wellbeing mental health editorial illustration

იპოქონდრია მდგომარეობაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ავადაა. ამას ხშირად ჯანმრთელობის ფობიასაც უწოდებენ. იპოქონდრიის მქონე ადამიანებს გადაჭარბებული შფოთვა და ზრუნვა ახასიათებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. იპოქონდრია გარკვეულწილად მსგავსია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა (ოკა). 

“კლინიკური იპოქონდრიის არსებობის შემთხვევაში სახეზე გვაქვს ორი პუნქტი: პირველი – უტყუარი რწმენა იმის თაობაზე, რომ მას სჭირს მინიმუმ ერთი სომატური დაავადება, „გრძნობს“ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომატიკას, რომელიც არ ქრება მრავლობითი კვლევებისა და დიაგნოსტირების შემდგომაც.

მეორე – არ დაჯერება იმის, რომ მას არაფერი სჭირს, მუდმივი „გადამოწმება“ დიაგნოზის სხვადასხვა სპეციალისტთან. პაციენტს არ სჯერა, რომ არსებული სიმპტომატიკის საფუძველი არ არის სომატური დაავადება ან ორგანული პათოლოგია” – ამბობს ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე “ბათუმელებთან” საუბრისას. 

Lungs-a-geddon mental health wellbeing identity icons colourandlines style learning characters tech editorial brand illustration

იპოქონდრიას შეუძლია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამოწვევა, მაგალითად: ჰაერის უკმარისობა, ძილის და მადის პრობლემები, უხასიათობა, შფოთვა, სხეულებრივი სისუსტე, “მეორადი დეპრესია” და სხვ. 

იპოქონდრიის სამკურნალოდ იშვიათად, თუმცა მაინც გამოიყენება მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ძალიან ეფექტურია კოგნიტურ – ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპია. ეს ფსიქოთერაპიული მკურნალობის ფორმაა, რომელიც ცდილობს კლიენტის პრობლემური ქცევებისა და განცდების შეცვლას  მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენებისადმი კლიენტის დამოკიდებულების ცვლილებით.