კრიტიკოსების საბოლოო შეფასებით ქართულ-შვედური ფილმი, And Then We Danced, საუკეთესო ფილმების ათეულში მოხვდა. ფილმი სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს. ფილმს კრიტიკოსთა შეფასებით 7,78 რეიტინგი აქვს.
სიაში, “ძალიან კარგი ფილმები”, ვერ მოხვდნენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან კენ ლოუჩი და კვენტინ ტარანტინო. ამ უკანასკნელის ფილმმა “ერთხელ ჰოლივუდში” 6 წუთიანი ოვაციების მიუხედავად ათეულში მოხვედრა ვერ შესძლო.
ლევან აკინის And Then We Danced ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმია.