Echowaves 2019-ის თარიღი ცნობილია

2019 წელს ფესტივალი Echowaves  22-25 აგვისტოს ჩატარდება. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ფესტივალის ორგანიზატორები ისევ შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ანაკლიაზე ეპატიჟებიან.

echowaves festival-ის სურათის შედეგი

„Echowaves ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელმაც 2018 წლის აგვისტოში დაიდო ბინა შავი ზღვის სანაპიროზე – კურორტ ანაკლიაში. ღონისძიება, 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე Exit-ის მხარდაჭერით ტარდება. გასულ წელს, წარმატებული სტარტი აიღო და 150-მდე დიჯეისა და 10000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, მალევე გახდა ცნობილი მასშტაბურობით და დადებითი შეფასებებით როგორც რეგიონში, ისე ევროპის ქვეყნებში. 2018 წლის საუკეთესო ახალი ფესტივალის ნომინაციის „შორტლისტში“ აღმოჩნდა. ფესტივალის LineUp-ის პირველი ნაწილი 29 მაისს, 21:00-ზე, Echowaves Festival-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე დაანონსდება, ბილეთების გაყიდვა კი 30 მაისს, 10:00-დან დაიწყება“.