მოდის სახლმა Balenciaga-მ ბოთლის თავსახურის ფორმის საყურეები შექმნა. Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, რომელიც ყოველდღიურ ნივთებს ხშირად აქცევს ხოლმე ძვირადღირებულ სამოსად, თუ აქსესუარად.
საყურე იტალიაშია დამზადებული და მისი ფასი სხვადასხვა პლატფორმაზე 400 ევრომდე მერყეობს, თუმცა აქსესუარის ფასდაკლებით შეძენაც შესაძლებელია 195 ევროდ.