რომელი წიგნები შევიძინოთ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე?

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალზე. 2019 წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ოთხ (მე-3, მე-5, მე-6 და მე-11) პავილიონს მოიცავს.
ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე წიგნს, რომლის შეძენასა და წაკითხვასაც გირჩევდით. 

No photo description available.

არტანუჯი

ბერნარ ლ. მორი – რატომ ირჩევენ რუსები პუტინს – 13 ლარი. 

მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე.

ბერნარ ლ. მორი ნორვეგიელი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედია დეველოპერია, რომელიც რუსეთში 2006 წელს ცხოვრობდა. როგორც წიგნის ავტორი ამბობს, მაშინ მისი ბევრი რუსი მეგობარი ქვეყნის განვითარებას და მომავალს იმედიანად უყურებდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ვლადიმერ პუტინია. ადამიანი, რომელმაც დააწესა ცენზურა, კანონმდებლობა საკუთარ სურვილებს მოარგო, შეზღუდა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება და იმპერიალისტურ მართვას კვლავ აგრძელებს. 

რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? რატომ ირჩევენ უსამართლობას, გაჭირვებას, ომს, შეზღუდულ თავისუფლებასა და ტოტალიტარულ რეჟიმს? – წიგნში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ბერნარ ლ. მორი ათი წლის შემდეგ, რუსეთში დაბრუნებით ეცდება. 

შიშო, გამოდი გარეთ – ნათია ფანჯიკიძე – 12.9 ლარი.

ნათია ფანჯიკიძის “შიშო, გამოდი გარეთ” გამომცემლობა „არტანუჯისა“ და ჟურნალ „ლიბერალის“ მორიგი ერთობლივი პროექტია, რომელიც 2019 წელს გამოიცა. 

„ჩემი წერილების ეს კრებული 2014-2018 წლებში უმთავრესად ჟურნალ „ლიბერალისთვის“ იწერებოდა – სხვადასხვა მოვლენის პასუხად და სხვადასხვა განწყობით. ტექსტებს ამიტომ არა აქვთ ერთმანეთთან მკაფიო შინაარსობრივი კავშირი. მათი გამაერთიანებელი ყოველ ჯერზე იყო მხოლოდ მიზანი, განმეწყო ადამიანები მეტი გამბედაობისკენ, გამეჩინა მათში სულიერი სიმხნევე და ოდნავ მაინც შემემცირებინა მათი შიში და სევდა. ვცდილობდი ამეხსნა და საგრძნობი გამეხადა ზოგიერთი დაავადების შინაარსი და სხვადასხვა მდგომარეობის ფარული, შინაგანი მხარე, რადგან ის, რაც გავიგეთ, თუ არ ვიგრძენით კიდეც, ვერაფერს შეცვლის ჩვენში.

ბედნიერი ვიქნები, თუკი რომელიმე ჩანაწერი ვინმეს ოდნავ მაინც დაეხმარება, მეტ სიმშვიდეს და სილაღეს მიანიჭებს მიზნის დასახვაში, მოქმედებაში, სიცოცხლის სიხარულის აღქმაში“. – ნათია ფანჯიკიძე.

Storytelling in UX Illustration illustrator web web  design user experience cute illustration fairy tale blog illustration digital illustration reading book character interaction digital art design studio interface illustration ui ux graphic design design

 

წიგნები ბათუმში

ნორა იკსტენა – დედის რძე – 8 ლარი

მთარგმნელი: მზია კობერიძე.

ნორა იკსტენა თანამედროვე ლატვიელი მწერალია, რომელიც წიგნში  „დედის რძე“ გვიამბობს როგორია ცხოვრება საბჭოთა კავშირში, როგორია ცხოვრება ბორკილებით , როდესაც იცი, რომ შენი თავისუფლება გალიაშია გამომწყვდეული. 

რომანს ორი მთხრობელი ჰყავს: დედა და შვილი. მათი ისტორია პარალელურად მიედინება, თუმცა არასოდეს იკვეთება. საინტერესო კი სწორედ ეს არის, თუ როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ და ვიზრდებოდეთ ერთად, ჩვენი რეალობები და მათი სუბიექტური აღქმები კი როგორ შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. 

Reading illustration

პალიტრა L

რუპი კაური – რძე და თაფლი – 13.50 ლარი

მთარგმნელი: სალომე ბენიძე.

ინდოეთში დაბადებული კანადელი პოეტი, მწერალი და ილუსტრატორი პროზისა და პოეზიის პატარა კოლექციას წარმოგვიდგენს მის პირველ წიგნში “Milk and Honey”.

წიგნი 4 ნაწილად იყოფა – the hurting, the loving, the breaking, the healing. თითოეული ნაწილი განსხვავდება შინაარსობრივად სხვა დანარჩენისგან. წიგნში წაიკითხავთ ტკივილის, სიყვარულის, მიტოვების, შიშების, მარტოობის შესახებ. ხშირად შეხვდებით რუპის მხრიდან მოყოლილ საზოგადოებაში არსებულ, ნორმად დამკვიდრებულ და ქალებისთვის ტრავმულ სიმახინჯეებს. შეხვდებით საკუთარი თავის ყველაზე უარესი, ან ყველაზე ლამაზი მხრით დანახვის ადამიანურ მცდელობებს.

Enjoy Reading brush data branding ux girl hand landing page pattern draw drawing drawing vector ui darkcube web custom design charachter 2d digitalart illustration

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ჯონათან ფრენზენი – შესწორებები – 19.40 ლარი

მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე.

ჯონათან ფრენზენის წიგნი “შესწორებები”  ერთ-ერთია, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მკითხველში. ბოლო დღეები მხოლოდ ამ წიგნზე საუბარი მესმის, ამიტომ თქვენც გირჩევთ მის შეძენას.

ხანდაზმული ინჟინერი ალფრედ ლამბერტი და მისი მეუღლე ინიდი მარტო ცხოვრობენ აშშ-ის შუა დასავლეთის ქალაქ სენტ-ჯუდში. ზრდასრული შვილები – გარი, ჩიპი და დენიზი – კარგა ხანია, გაფანტულან და ყოველ მათგანს საკუთარი ცხოვრება აქვს. მამას თანდათანობით ებინდება გონება და დედა ცდილობს, თავი მოუყაროს შვილებს, რადგან უნდა, რომ შობა ყველამ ერთად გაატაროს უკანასკნელად…

ესაა ოჯახური საგა, რომელშიც ყოფითი ამბები ამერიკის თანამედროვე ცხოვრების ფონზე ვითარდება.

ჰარუკი მურაკამი – დენს დენს დენს – 14.90 ლარი

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი.

„ცხვრის“ შემდეგ დავწერე „საოცრებათა სამყარო მუხრუჭების გარეშე“, მერე – „ნორვეგიული ტყე“ და მხოლოდ ამის შემდეგ – „დენსი“. „ვირთხას ტრილოგიის“ გმირები ერთთავად ჩემში რჩებოდნენ. იმ სამ წიგნს ერთმანეთის მიყოლებით ვწერდი და მინდოდა, ბოლომდე მომეთხრო ყველაფერი, რათა, ბოლოს და ბოლოს, გავთავისუფლებულიყავი მისგან“. – ჰარუკი მურაკამი 

“დენსი” ერთგვარი გაგრძელებაა წიგნისა “ცხვარი”. „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს…“ – რომანის მთავარი გმირი საკუთარ თავსა და გარესამყაროში დაკარგული ადამიანია, რომელიც მუდმივად ეძებს იმ ქაოსიდან გზას, რაც მასში ხდება. 

არუნდატი როი – წვრილმანების ღმერთი – 11.20 ლარი

მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე.

ისტორია იწყება პატარა კუბოში მოთავსებული გოგოს ამბით, რაჰელის სახლში დაბრუნებით, გაუცხოებით და ესტას მოულოდნელი ჩამოსვლით. ესტა და რაჰელი. რაჰელი და ესტა. ტყუპები, რომელთა ხასიათს, ცხოვრებას, ერთმანეთთან კავშირსა და გარემოს მიმართ დამოკიდებულებას თანდათან ახლოს გაიცნობთ. ამუ, ჩაკო, კოჩიმა, ველუტა, კოჩუ მარია… წიგნში მთავარი პერსონაჟების გარდა ძალიან ბევრს წაიკითხავთ მათ შესახებ, რომლებიც ყველაზე უკეთ აღწერენ რეალურ, ნამდვილ, მწერლის თვალით დანახულ ინდოეთს, სადაც ძალადობა, გაუნათლებლობა, ცრურწმენები და რწმენები, ტრადიციები, ზიზღით გაბერილი პოლიტიკა, ადამიანთა ფსიქოლოგია და მათი ნიღაბს მიღმა არსებული სახე კარგადაა გადმოცემული. ხშირად წააწყდებით მომენტებს, როდესაც, მიხვდებით, თუ რამდენად გულწრფელი და პირდაპირია არუნდატი როი რეალობის ასახვისას. რამდენად ადამიანური, მაგრამ ტაბუირებულია ჩვენს საზოგადოებაშიც კი თემები, რომელზე მწერლის მხრიდან საუბარი უხერხულობას შეიძლება გვიქმნიდეს.

“უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ სიკვდილის ფაქტი უფრო დიდხანს ახსოვთ ხოლმე, ვიდრე ის სიცოცხლე, სიკვდილმა მზაკვრულად რომ მოსპო”

მარჯან სატრაპი – პერსეპოლისი – 11.20 ლარი

მთარგმნელი: მიხეილ ციხელაშვილი.

“პერსეპოლისი” გრაფიკული რომანია. მასში ირანელი მწერალი და ილუსტრატორი მარჯან სატრაპი საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს და გვიჩვენებს მეამბოხე ირანელი გოგონას ყოფას ისლამისტურ ირანსა და ევროპაში. 

რა გზას გადის მარჯანი, როგორ ხედავს ის  ირანის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, როდესაც შაჰი ჩამოაგდეს, მოხდა ისლამური რევოლუცია და ერაყთან ომი? როგორია მარჯანის ცხოვრება, როდესაც ის ირანს ტოვებს და ევროპაში იწყებს ცხოვრებას? – ამ ყველაფერს წიგნში “პერსეპოლისი” წაიკითხავთ.

Boys & books 1 chair books vector abstract illustration outline character

ინტელექტი

სადეყ ჰედაიათი – ბრმა ბუ – 13₾

მთარგმნელი: მზია ბურჯანაძე.

„ბრმა ბუს“ დაწერის დროს ავტორი შაჰის ირანში უკვე აკრძალულ მწერლად იყო გამოცხადებული და რომანის დაბეჭდვა მხოლოდ სამშობლოს გარეთ, ინდოეთში, მოახერხა 1937 წელს. სადეყ ჰედაითის “ბრმა ბუ” თანამედროვე სპარსული პროზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა.

წიგნი მოგვითხრობს მარტოსული, მიტოვებული, საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში ჩაკარგული ადამიანის შესახებ. ეს არის ურთულესი ფსიქიკის მქონე კაცის შინაგანი მონოლოგი. 

ლაურა ესკიველი – როგორც წყალია შოკოლადისთვის – 11.00 ლარი

მთარგმნელი: მაკა გოგოლაშვილი.

ეს ერთ-ერთია იმ წიგნებთაგან, რომელიც თავის დროზე აკრძალული წიგნების თაროზე შემოდეს. 

„როგორც წყალია შოკოლადისთვის“ – ეს ცნობილი მექსიკური გამოთქმა ძალიან განაწყენებული ან გაბრაზებული ადამიანის მდგომარეობას გამოხატავს, რომელიც შეიძლება მოთუხთუხე წყალზე მოსახარშად შემოდგმულ შოკოლადს შევადაროთ. 

წიგნი მოგვითხრობს მზარეულობისა და სამზარეულოში ფუსფუსის მოყვარული გოგონა ტიტას შესახებ. მისი ცხოვრების, ბრძოლის, წინააღმდეგობებისა და პრობლემების შესახებ.

მარიო ვარგას ლიოსა – ქალაქი და ძაღლები – 13 ლარი

მთარგმნელი: ლანა კალანდია

პერუელი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას ნაწარმოებში “ქალაქი და ძაღლები” აღწერილია ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის კადეტების სასტიკი და წინააღმდეგობებით სავსე ყოფა. 

წიგნში მრავლადაა ისტორიები მწერლის პირადი გამოცდილებიდან. რომანმა გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება არა მარტო მაღალი მხატვრული ღირებულებით, არამედ ძალადობრივი სისტემის მხილებით, რის გამოც ქალაქი და ძაღლები პერუში აკრძალული წიგნების სიაში აღმოჩნდა.