To Do List | 2 ივნისი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება.

No photo description available.

23 მაისს, თიბისი არტ გალერეაში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, მულტიმედია ხელოვნების პროექტის – „GAMMA“, პრეზენტაცია გაიმართა.

გამოფენა ქართველი მხატვრის, მეცნიერის და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.

გამოფენა გაგრძელდება 7 ივნისის ჩათვლით.

3 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება ნონა ოთარაშვილის და სოფო ტაბატაძის კერამიკული ნამუშევრების ერთდღიანი გამოფენა, ფაბრიკის ეზო, კერამიკ სტუდია 1300-ში.

Image may contain: indoor

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის პერსონალურ გამოფენას „ნული“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

გამოფენის გახსნა: 4 ივნისი | 19:00
ხანგრძლივობა: 4 ივნისი – 4 ივლისი, 2019
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11

Image may contain: one or more people and indoor

4 ივნისს, 19:00 საათზე, Public(A) Talks-ის ფარგლებში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს შეხვედრას, რომლის საუბრის თემა იქნება საქართველო ვენეციის ბიენალეზე.
ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართული ეროვნული პავილიონის შესახებ საუბარსა და განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები: გალერეა Project Artbeat-ის (ვენეციაში ქართული პავილიონის ერთ-ერთი წარმდგენი) დამფუძნებლები – ნათია ბუკია და სალომე ვახანია, 58-ე ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის კომისარი ანა რიაბოშენკო.

Image may contain: text

სად და – Fabrika • ფაბრიკა-ში 8 ივნისს, 12:00-20:00 საათზე გაიმართება ძველმანების ბაზრობა. 

“1920-1990 იანი წლების მოდის ხელოვნებას დიდებულებას ავღნიშნავთ, აქ უნდა ელოდოთ ყველაფერს: ქუჩის სტილს, სიურეალისტურ ფორმებს თუ სახლის ტანსაცმელს და რაც მთავარია – ყველაფერი არის Eco-friendly!”

***

“ფესტივალს არა-ფერი ისე არ უხდება, როგორც მუსიკა, განსხვავებული და ეკლექტური ჟანრითა და სტილით: სვინგი, ჯაზი, როკი, ბლუზი, ფანკი და დისკო, ჰაუსი და იქნებ სოულიც?
ფესტივალზე ვინტაჟურ ნოტებს გააჟღერებენ:
• Alfreda Stieglitz
• Voodoo Shaman
• Hasiro <[*]> Surosva”

Image may contain: tree and outdoor

2 ივნისს ანემონეში გაიმართება შეხვედრა ბონსაის სპეციალისტთან ალექსანდრე მესხთან.
მენტორი გესაუბრებათ:
– ბონსაის ისტორის შესახებ, საიდან წამოვიდა, რა იყო და რა არის ახლა.
– ბონსაის სხვადასხვა სტილზე, მის პროპორციებზე
–  რა თავისებურებები აქვს სხვადასხვა ჯიშის ხეებს, როდესაც მისგან ბონსაის შექმნას ვაპირებთ;

დასწრების ღირებულება 20 ლარი,( ფასში შედის ყავა/ჩაი და ტკბილეული)