ვინც ეძებს ის პოულობს #StartUper

Alkemics artwork glasses afro people draw startup tech colorful character design illustrator art direction outline flat illustration motion design

საჭირო და ხარისხიანი პროდუქციის შეძენა არც ისე მარტივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირად ყალბისა და ორიგინალის ერთმანეთისგან გარჩევა სირთულეს წარმოადგენს.

 

თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.

პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.

Slow Spending Editorial coffee map card editorialillustration editorial tech digital home cat tuktuk nature graphic flat simple texture design illustration

საბოლოოდ, სად ვეძებოთ ხარისხიანი და სანდო პროდუქცია?

დღეს ორი სტარტაპი შევარჩიე. პირველი საუკეთესო პროდუქტებს გთავაზობთ ოფიციალური დილერებისგან გარანტირებულად ყველაზე დაბალ ფასად, ხოლო მეორე პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ელექტრომობილების მაღალტექნოლოგიურ, ჭკვიან დამტენებს. 

ათასში ერთი

” ჩვენი კომპანია ეძებს ასეთ პროდუქტებს, როდესაც ვრწმუნდებით, რომ პროდუქტი არის უმაღლესი ხარისხის, მაღალფუნქციური, ლამაზი დიზაინის და მოყვება შესაბამისი საგარანტიო პირობები, ოფიციალურ დილერთან შეთანხმებით, ვამზადებთ გადაცემას და ვანთავსებთ მედია სივრცეში, რის სანაცვლოდაც დილერები მზადა არიან დიიდი ფასდაკლება გაუკეთონ ჩვენი მაღაზიის მომხმარებლებს.”

როგორც ხედავთ, ამ სტარტაპის დახმარებით ხარისხიანი, საჭირო და ორიგინალი პროდუქციის შეძენა დაბალ ფასად უკვე მარტივად არის შესაძლებელი. 

ვებერ ტექნოლოჯის

სტარტაპი Weber Technologies ქართული წარმოების ელექტროდამტენებს აწარმოებს ელექტრომობილებისთვის.
აღნიშნული სტარტაპის წამოწყების იდეაზე მუშაობა ოთხმა მეგობარმა, დავით ხასიამ, ალექსანდრე კალანდაძემ, გრიგოლ გრიშაშვილმა და დიმიტრი გოდერძიშვილმა, ერთი წლის წინ დაიწყო.

როგორც სტარტაპის აღწერაში ვკითხულობთ, თითოეული მოწყობილობა არის საქართველოში დაპროექტებული და აწყობილი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.