2019 წლის 7 ივნისს, პარასკევს, 12 საათზე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია და მრგვალი მაგიდა. კონფერენცია მიეძღვნება ტურიზმის გამოწვევებს საფრანგეთსა და საქართველოში მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და განვითარებას.
მომხსენებლები იქნებიან:
. მარიამ ქვრივიშვილი- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორი
. პროფესორი ფრედერიკ ლამანტია- კულტურული გეოგრაფიის დოქტორი, პროფესორი ლუმიერ ლიონ 2- ის უნივერსიტეტში (Université Lumière, Lyon 2 ) ახალი სამაგისტრო პროგრამის „ ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობის“- კოორდინატორი, ფრანგულ-უკრაინული პროგრამის კოორდინატორი „ტურიზმი, დასვენება, მემკვიდრეობა“ (Université Lumière, Lyon 2, University of Kharkiv )
. ნატალია მოროზი- დოქტორანტი და პედაგოგი ლუმიერ ლიონ 2- ის უნივერსიტეტში (Université Lumière, Lyon 2 ), ფრანგულ-უკრაინული სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი „ ტურიზმი, დასვენება, მემკვიდრეობა“(Université Lumière, Lyon 2, University of Kharkiv )
. ნიკოლოზ ნიკა ვაჩეიშვილი- საქართველოს კულტურული მემკვდირეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი
. მაია სიდამონიძე- საქართველოს სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის პრეზიდენტი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული