ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr ლევან გელბახიანი სხვა 11 მსახიობთან ერთად კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად დაასახელა.
“ნიჭიერი, ის თავის როლს დახვეწილად ასრულებს და ოსტატურად გადავყავართ ამ ქართული გეი რომანის სამყაროში” – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Director’s Fortnight ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის And Then We Danced მსოფლიო პრემიერა შედგა.
ლევან აკინის And Then We Danced ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმია.