მითხარი რომელი ხელოვანი მოგწონს და გეტყვი ვინ ხარ შენ! #StartUper

ხელოვანი მშვენიერების შემოქმედიაო ამბობდა ინგლისელ-ირლანდიელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი ოსკარ უაილდი. ის, თუ როგორი ტიპის ნამუშევრები იწვევენ ჩვენში განცვიფრებას, რომელი ხელოვანები გვხიბლავენ და როგორი სტილის შემოქმედება გვესმის და მიგვაქვს გულთან ყველაზე ახლოს, ბევრს ამბობს ჩვენზე და ჩვენს შინაგან სამყაროზე.

თიბისი სტარტაპერის კატალოგს თუ გადაავლებთ თვალს, მრავლად ნახავთ წამოწყებებს, რომლებიც სწორედ ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაზე მუშაობენ. 

დღეისთვის ორი სტარტაპი ავარჩიე – Art Up / Street Gallery და Otaku Life.

Images in UI Illustration mobile web experimental design user experience interface design digital illustration blog illustration creative  design art digital painting interaction design design studio digital art ui ux illustration graphic design design
by tubik

თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.

პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.

No photo description available.

“Art Up / Street Gallery არის ციფრული ხელოვნების განვითარებისთვის შექმნილი მოძრაობა, რომელიც ქმნის ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს მსოფლიო მასშტაბით. Art Up / Street Gallery-ის კონცეფცია გულისხმობს ციფრული ხელოვნების ნამუშევრების წარმოდგენას ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეებში და ქუჩებში, სრულიად უფასოდ.”

No photo description available.

“Otaku Life (ოტაკუ ლაიფ) არის პირველი ქართული ჟურნალი , რომელიც წერს იაპონური პოპ კულტურის შესახებ. ჩვენი მიზანია საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადამიანს გავაგებინოთ და დავაინტეროსოთ ამ კულტურით.”

Room With A View building room snake statue paint plants interior painting art texture editorial drawing illustration
by Alexander Mostov

და ბოლოს, მითხარი რომელი ხელოვანი მოგწონს და გეტყვი ვინ ხარ შენ.