რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება.
ნენსი ალისონის და ქართველი შემსრულებლების დადგმა წარმოგიდგენათ თბილისის თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის მე-5 გამოშვებას. ფესტივალის პროგრამის პირველ ღონისძიებას, სახელწოდებით – ადგილი-სხეული-გამოსახულება – 9 და 10 ივნისს 19:00 საათზე კლუბი “ხიდი” უმასპინძლებს, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები ქორეოგრაფის, მოცეკვავისა და პედაგოგის ნენსი ალისონის პროექტია.
12 ივნისს, 20:00 საათზე მანანა მენაბდე – “შენ ფანჯარაში დამინახავ”
მანანა მენაბდე ერთ-ერთ პირველ ქართველ ავანგარდისტი ქალი ქართულ მუსიკალურ სამყაროში, რომელიც მრავალი ქვეყნის სცენაზე ქართული სიტყვისა და მუსიკალური ტრადიციების პროპაგანდას ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა. მუსიკოსი 90-იან წლებში წავიდა საქართველოდან და მართავდა და ახლაც აგრძელებს კონცერტებს გერმანიის, საფრანგეთის, მოსკოვის, ინგლისის, უკრაინის, საუკეთესო სცენებზე. ჩაწერილი აქვს ათეულობით ალბომი, მუშაობდა, როგორც კომპოზიტორი რამდენიმე ფილმზე.
მზიანი შემართებითა და ხმაურიანი მოლოდინით აღვსილი ეზოს ფესტივალი ახლოვდება. მთაწმინდის ფერდობის სიმშვიდემ არ შეგაცდინოს, ჩვენ სწორედ იმისთვის ვემზადებით, რომ 14-15 ივნისს არ დავიკლოთ ფერები, მუსიკა და ბოლომდე გამოვიყენოთ ღია ცის უპირატესობები. ელექტრონული მუსიკის ლეგენდებით დახუნძლულ ეზოურ თავყრილობაზე ვერ გაექცევი ბევრ დადებით მუხტს, სიხარულის სხივებსა და საუკეთესო განწყობას. ამომზეურდი ეზოზე!
პერფორმანსი „წუხილი“ სამი მსახიობის საშუალებით მოგვითხრობს 28 წლის ექიმის საშინლად მოსაწყენი ცხოვრების შესახებ, რომელიც მორგში მუშაობს და გვამების დახმარებით საკუთარი ყოველმხრივი წარუმატებლობის ამბავს გვიყვება. ცდილობს ამოხსნას „წუხილის“ მიზეზი და გათავისუფლდეს დაღლილობის, მოწყენილობისა და უსიცოცხლობის საშინელი შეგრძნებისგან. რადგან ამას ვერ ახერხებს, თავს ფიზიკურადაც ინადგურებს.
15 ივნისი, 20:00 საათი, ღია სივრცე.