რიკი და მორტის ერთი დღე თბილისში

Behance-ზე გრაფიკულმა დიზაინერმა ანი მალაზონიამ რიკი და მორტის თბილისური თავგადასავალი გვაჩვენა.

მანამ, სანამ Netflix-ზე სერიალის ახალ სეზონს ვიხილავთ, გენიოსი რიკი და თავგადასავლების მოყვარული მორტი თბილისს ეწვივნენ, რუსთაველზე ისეირნეს, გოგირდის აბანოები მიიღეს, ჩურჩხელები გასინჯეს და სკეიტ პარკშიც ისრიალეს.