შოპინგისთვის ყველა დღე, რიცხვი და სეზონი შესაფერისია. თუ საზაფხულოდ ლამაზი და ფერადი ჩანთების შეძენას, პატარა სტარტაპების შეთვალიერებას და ორიგინალური ნივთების შეძენას გადაწყვეტთ, დღეისთვის ორი თიბისი სტარტაპერის პროგრამის მონაწილე შევარჩიე – მერაკი და Innofashion.
თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.
პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.
Meraki • მერაკი
“მერაკი” ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიაა. სიტყვა “მერაკი” ბერძნულია და შენ საქმეში შენი ნაწილის ჩადებას და მთელი გულით კეთებას ნიშნავს. ჩვენი თითოეული პროდუქტი სიყვარულითაა დამზადებული.”
Innofashion
“ჩვენ ვქნით ინოვაციურ მანათობელ ჩანთებს, რომლებიც გარდა იმისა რომ გამორჩეულია თავისი დიზაინით, ამავდროულად ტენის მობილურ ტელეფონს.”