დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში ძრომიალს დიდ დროს ვუთმობთ. ახალ-ახალი, ჩვენთვის საინტერესო ვებგვერდების აღმოჩენა და საინტერესო ამბების კითხვა-გაზიარება კი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ თავად გადაწყვეტთ ვებგვერდის შექმნას? რა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ?

ამჟამად ჩემს სიაში ორი სტარატაპიც მოხვდა. ორივე მათგანი თიბისის პროგრამა სტარტაპერის წევრია.
თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.
პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.
ჰოსტნოუდსი
ჰოსტნოუდსი სტარტაპია, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ, როდესაც ვებგვერდის შექმნას გადაწყვეტთ.
“მაღალი წარმადობის ჰოსტინგი. “Google” გვამცნობს, რომ მომხმარებელი არ ჩერდება იმ ვებ-გვერდზე, რომლის ჩატვირთვას 2-3 წამზე მეტი სჭირდება. ამიტომაც, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჰოსტინგ სერვისი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარდება.”
PROSERV.GE
და რადგან მხოლოდ ვებგვერდის შექმნა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია რეიტინგი, მომხმარებლები და პოპულარობა, გთავაზობთ სტარტაპს Proserv.ge
“საიტის რეიტინგის მოსაპოვებლად ძალიან დიდ როლს ასრულებს ხარისხიანი ჰოსტინგის მომსახურება, მისი გარანტირებული ჩართულობა პროპორციულად აისახება საძიებო სისტემებში თქვენი საიტის პოპულარიზაციაზე.”