შვედი ილუსტრატორი Jeff Östberg ყოველდღიური, სასიამოვნო მომენტებისა და საინტერესო მოგონებების შესახებ ილუსტრაციების საშუალებით გვიყვება.
პიკნიკი, ქალაქის შუაგულში კომფორტულად ლოგინში წოლა, ლაშქრობა და ცეცხლთან გლინტვეინის მეგობრებთან ერთად დალევა – ეს ის სიტუაციებია, რომლებიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა შეიძლება გამოსცადოს.
ცხოვრება ლამაზი და საინტერესოა, მთავარია, ყველა მნიშვნელოვანი მომენტით დატკბობა შევძლოთ.