თუ მუშაობა გინდა #StartUper

თუ თქვენზე მორგებულ, იდეალურ ადგილს ეძებთ სამუშაოდ, თიბისის პროგრამა სტარტაპერის კატალოგს უნდა გადაავლოთ თვალი. ბევრ გამორჩეულ სტარტაპს შორის რეკრუტინგის სრული მომსახურების მქონე, თქვენთვის საინტერესო კომპანიებს აღმოაჩენთ

Logo Designer ui job design logo designers logo logo designer
by George alexandar

თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.

პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.

Connections

“ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესო სამუშაო ადგილი არასდროს არის უბრალოდ სამსახური, ის საყვარელი საქმეა.
ამიტომ მოგვიყევით თქვენზე, ვინ ხართ და როგორ ადამიანს ეძებთ გუნდში. ჩვენ კი ყურადღებით მოგისმენთ, გავითავისებთ რა გჭირდებათ, მოვძებნით, მივაგნებთ და დაგაკავშირებთ ერთმანეთთან: ადამიანებს ადამიანებთან, გუნდს კი – მომავალ წევრთან.
სინამდვილეში ყველაფერი მარტივია და შედეგსაც ადვილად ვიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს რასაც ვაკეთებთ.”
 
 

JOBLINK

“ჩვენი მისიაა ოპერატიულად, ანუ მოთხოვნის წარმოქმნისთანავე განხორციელდეს დამსაქმებლებსა და კანდიდატებს შორის ეფექტური კომუნიკაცია, რაც ორივე მხარეს მიზნის მიღწევაში დაეხმარება: ერთის მხრივ, კარგი და პოზიციას შესაფერისი თანამშრომლების მოძიებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისი სამსახურის პოვნაში.
დღესდღეობით, საქართველოს დასაქმების ბაზარზე შექმნილი პრობლემების მთავარი მიზეზები, სწორედ ეფექტური კომუნიკაციისა და დროული კოორდინაციის ნაკლებობაა.
ჩვენ შეგვიძლია ამ მიზეზების აღმოფხვრა და როგორც დამსაქმებლების, ასევე კანდიდატების მოთხოვნების დროული და შესაბამისი დაკმაყოფილება.”
The Employee Experience work experience employee vector design art illustrator illustration
by Justin Middendorp