To Do List | 23 ივნისი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება.

Image may contain: text

“გელოდებით ყველას, ყველას, დიდსა თუ პატარას, ნაცნობი გემოების ან ახალი აღმოჩენების მაძიებლებს, გართობისა თუ განტვირთვისთვის, მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად!

👉 საგულდაგულოდ მოგიმზადეთ კერძები, არჩევანი კი თქვენზეა:

1️⃣კვერცხი ბენედიქტი (ბეკონით ან სატაცურით) ან
ომლეტი (სულგუნით ან ჩერი პომიდორით)
2️⃣ ბურგერი სალათით ან ფერადი პომიდვრის სალათი
3️⃣ მჭადის ფქვილის მაჭკატები, რეჰანის მუსითა და ატმის მურაბით ან კექსი ქართული ციტრუსის ნაზავით.

✔️ მიმოზა
✔️ ჩვენი მომზადებული კუმკვატის ლიმონათი
✔️ ყავა ან ჩაი”

Image may contain: text

“ამის დროც დადგა: “ამბებს მიღმა” პირველ ლაივ-დისკუსიაზე გეპატიჟებათ!

თუ ჩვენთან შეხება ერთხელ მაინც გქონიათ, აუცილებლად გაიგებდით, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე დისკუსიის პლატფორმა გვაქვს, სადაც საჭირბოროტო საკითხებზე კონსტრუქციული დისკუსიების წამოწყება შეგიძლიათ.

გადავწყვიტეთ, ეს ციფრული სივრცე ოფიციალურად წარმოგიდგინოთ.

ერთად ვიმსჯელოთ, უნდა შემოვიღოთ თუ არა სკოლებში სექსუალური განათლება. ეს არ იქნება საჯარო ლექცია, ან ბრიტანელი მეცნიერის მონოლოგი, რომლის ბოლოსაც საყოველთაო ჭეშმარიტებაზე შევთანხმდებით. პირიქით, გვინდა თქვენი აზრი მოვისმინოთ, რადგან საკითხი ყველასთვის მნიშვნელოვანია, კონსენსუსი კი ჯერ-ჯერობით არსად ჩანს.”

Image may contain: one or more people and people standing

“რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.”

Image may contain: 1 person, text

“SOUNDWAVE ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი მყარდება.

ცოცხალი სესიები არის უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყოველთვის ღია ექსპერიმენტებისთვის.

მეექვსე სესია და სეზონის დახურვა. eZo Festival – ის ტერიტორიაზე ძალიან საინტერესო საღამო გელოდებათ.

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ მსოფლიო ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა – Zola Jesus.”

No photo description available.

“ხუთშაბათს, მზიურში, 20:30 საათზე. სხეულის ენის კვლევა, ახალი ფრანგული ექსტრემიზმის წარმომადგენლის, გასპარ ნოეს პერსპექტივიდან. ემოციურად, კრიზისულ სიტუაციამდე მისული მოცეკვავეთა ჯგუფის წიაღში მოგზაურობა, ნეო-ნუარ ესთეტიკაში, ამეტყველებული მოძრავი კამერით, რომელიც ყველაფერთან ერთად, პოლიტიკურ სარჩულსაც არ ივიწყებს და ერთგვარ სოციალურ კომენტარს აკეთებს იმ მას კულტურისთვის მარგინალურ ჯგუფზე. „კლიმაქსი,“ თანამედროვე კინო-მანიფესტია სუბკულტურაზე, ურთიერთობებსა და ცხოვრების რიტმულ დინებაზე.”

Image may contain: text

“Performing all over the world both as saxophone-player and a computer musician in various formations of jazz, contemporary music and free improvisation – Rezo Kiknadze meets modular synthesizer based live performance by Mess_Montage, a unique voice from Tbilisi experimental scene, responsible for forming modular synthesizer community and being a Red Bull Music Academy alumni. Contrasting voices of two seasoned musicians form abstract sonic shapes that engulf listeners with pure magic.”