თუ ზაფხულის გატარება საქართველოს მთიან რეგიონში გადაწყვიტეთ, გთავაზობთ საუკეთესო ადგილებს დასასვენებლად.
სვანეთი
Heshkili Huts
ჰეშკილის ქოხები მდებარეობს სოფ.ჰეშკილში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე,მესტიიდან 6.5 კმში. ჰეშკილის ქოხებიდან იშლება 2 ულამაზესი ხედი, ლაილას ქედისა დ აუშბის მწვევალის.
CloudBase Hut
„ქლაუდბეის“ – ასე ჰქვია 2 ათას 300 მეტრ სიმაღლეზე ახდენილ ოცნებას, კოტეჯს, რომელიც 22 წლის მესტიელ ბიჭს ეკუთვნის და რომელიც სვანური მთებით არის ირგვლივ გარშემორტყმული.
ყაზბეგი
Step Inn
თუ თანამედროვე ტიპის დასარჩენს ეძებთ ყაზბეგში, სადაც ბუნებაში სასიამოვნოდ დაისვენებთ და თან მშვიდად და კომფორტულად განთავსდებით სასურველ ოთახში, ეს ადგილი თქვენთვისაა.
ასე გათენდა ჩვენთან :) ?
Posted by Step Inn – Kazbegi – ყაზბეგი on Sunday, October 28, 2018
Zeta Camping
ბანაკი “ზეთა” ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში მდებარეობს ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე, თბილისიდან 200 კილომეტრში.
ბანაკის ტერიტორია კეთილმოწყობილია:ელ.ენერგია, ცივი და ცხელი წყალი,კომფორტული სველი წერტილები.ნატურალური პროდუქტით დამზადებული საკვები.
Fifth Season
მეხუთე სეზონი არის სამთო ტურისტული ცენტრი, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2360 მეტრზე, საუკეთესო ხედით ჭაუხის მასივზე. ტერიტორიაზე მოქმედებს კაფე-ბარი, უნიკალური ხევსურული და არა მარტო ხევსურული კერძებით, გვაქვს კომფორტული ოთახები, შესანიშნავი საკარვე ადგილები და რასაკვირველია კარგი მუსიკა.
რაჭა
Glamping Georgia Krikhi
Glamping Georgia რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ კრიხში მდებარეობს. კარვის ტიპის საცხოვრებელი საკმაოდ უცხო და ორიგინაულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მთებში, ველური ბუნებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
Garemo
რაჭა, სუფთა ჰაერი, სიმწვანე, პატარა და გემრიელი კოტეჯი, ხელმისაწვდომი ფასი და ძალიან კარგი პერსონალი. ამაზე უკეთესი რა შეიძლება ინატროს ადამიანმა ?