რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება.
შაბათს, 29 ივნისს, კუს ტბაზე, მოლეკულას ტერიტორიაზე Molecule Flea Market გაიმართება. Molecule Flea Market ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები გაყიდიან თავიანთ ნამუშევრებს ან გამოყენებულ, ვინტაჟურ, ხელნაკეთ და ანტიკვარულ ნივთებს.
Molecule Flea Market-ში მონაწილეობის მიღება ყველა ადამიანს შეეძლება. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ჩვენს სივრცეში აღმოაჩინოთ მრავალი საინტერესო და განსაკუთრებული ნივთი, რომელსაც მაღაზიებში ვეღარ შეხვდებით.
4 და 5 ივლისს, მხოლოდ 2 დღით, SOLO და MORE is LOVE გეპატიჟებათ 70%-მდე ფასდაკლებაზე, სადაც SOLO- ს მომხმარებლებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ დამატებით 10%-იანი ფასდაკლებით! არ გამოტოვოთ შანსი დააგემოვნოთ ხილის ნაყინი და ფერადი ლიქიორი.
28-29 ივნისს, Fabrika-ში, ახლად გახსნილ სივრცეში Cmon Be My Lover 22:00 საათიდან დაუკრავენ Deme და Tsa.
“Subtropical Ushguli” თეა გვეტაძის გამოფენაა, რომელიც 30 ივნისს, 16:00 საათიდან LC Queisser-ში დაიხურება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის გამოფენას ,,სამი, ოთხი”.
გამოფენის გახსნა: 27 ივნისი, 2019 | 19:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 27 ივნისი – 10 სექტემბერი
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!
29 ივნისს გაიხსნა და 19 აგვისტოს ჩათვლით შეგიძლიათ ეწვიოთ კატრინ ბოლტის გამოფენას Gallery Nectar-ში.