რამდენიმე დღის წინ ტურისტების მოსაზიდად შექმნილ ქართულ ჯგუფს 200,000-ზე მეტი წევრი ჰყავს

Spend your summer in Georgia ჯგუფია, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა. 

თითქმის, ერთი კვირის წინ შექმნილ ჯგუფს დღეს 200,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნიდან მოგზაურები რჩევებისა და საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ წერენ. 

“ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას, და გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia. კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი. კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia” – ვკითხულობთ ჯგუფის აღწერაში.

შეაფასეთ "სიმშვიდის პიკი" ☺☺

Posted by SuRo Pogosov on Saturday, August 4, 2018

მას შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია #SpendYourSummerInGeorgia და #VisitGeorgia.  კამპანიების მეშვეობით Facebook-ის მომხმარებლების საკუთარ უცხოელ მეგობრებს საქართველოში სამოგზაუროდ ეპატიჟებიან.

Image may contain: plant, outdoor, nature and water