To Do list | 6 ივლისი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება.

Posted by Unlock on Saturday, July 6, 2019

“პროექტი Unlock-ის მესამე თავი ჩვენს დღევანდელობას ეხმაურება.

მულტიმედიური მოგზაურობა – „დღეს“, მიზნად ისახავს შემოგთავაზოთ დღევანდელი რეალობა ჩვენს მიერ დანახული, ახალი კუთხით. ჩვენ, აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების სტუდენტები, სხვადასხვა ხელოვნების მიმართულებების გამოყენებით ვეხმაურებით დღევანდელობას და საკუთარ ხედვას გადმოგცემთ მოძრაობის თეატრის შემოქმედებით სივრცეში. ახალი თავგადასავლისთვის საჭიროა შენი ყველა ხედვა მოიტოვო უკან, დაიცალო ყველა ემოციისგან და ახალი პერსპექტივებისთვის ღია, გამოგვყვე.
გამოფენის ფარგლებში გამოყენებული იქნება შემდეგი მედიუმები:

-ფოტო
-ვიდეო
-ინსტალაცია
-მუსიკა
-პრინტი

ჯემ სეშენი 21:00 – 00:00″

12 ივლ, 19:00 სთ.

Image may contain: 2 people, people smiling, text

“6 ივლისს, ვაკის მედიათეკაში, ატარე • Atare-ს ლექციაზე, ჟურნალისტები ანანო ბაკურაძე და ბექა მაისურაძე გაგიზიარებენ რჩევებს, თუ რა ფილმები უნდა შეიტანო შენს სიაში ზაფხულის არდადეგებისთვის”

Image may contain: 2 people, people standing

“კვირას, 7 ივლისს, საღამოს 20:30 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში, ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გრასის “ჩემი ბედნიერი ოჯახის” სადისკუსიო ფორმატის სეანსზე გიწვევთ.

დაგეგმილი ჩვენება სამთვიანი რეგიონული პროექტის – “კინოს შესაძლებლობები ქალების გაძლიერებისთვის” – ნაწილია.
რომლის ფარგლებშიც, ათი, სხვადასხვა გამოცდილების მქონე, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი ქალი “თავისუფალი ჩვენებების” სამდღიან სამუშაო შეხვედრას დაესწრება. მიღებული ცოდნით, ზაფხულის განმავლობაში, თითოეული მათგანი, ინდივიდუალურად დააორგანიზებს სადისკუსიო სეანსებს, რეგიონსა და დედაქალაქში ქალებისთვის მნიშვნელოვანი თემების გასააქტიურებლად.”

Ash Scholem
[https://soundcloud.com/ash_scholem]

Gacha Bakradze
[https://soundcloud.com/gacha]

ENTRY PRICE: 15 GEL