ამ წუთებში კომპანია Apple მსოფლიოს ახალ iPhone 11-ს წარუდგენს. აიფონთან ერთად კი კომპანია საკუთარ მომხმარებელს ტრადიციულად სხვა პროდუქციასაც წარუდგენს, მათ შორის Apple Watch-ს.
მანამ, სანამ ახალი აიფონის შესახებ გიამბოთ, ჩვენი ყურადღება სწორედ ამ უკანასკნელმა, უფრო სწორედ კი მისმა ახალმა რეკლამამ მიიქცია, რადგან მასში არც მეტი, არც ნაკლები ქართველი მსახიობი ვიკა კალანდია მონაწილეობს.
ღონისძიებას პირდაპირ ეთერში რამდენიმე მილიონი ადამიანი უყურებს.
ვიკა კალანდიასთან ერთად რეკლამაში კიდევ ოთხი ქართველი მსახიობი – დავით ბეკოშვილი, ბექა ქამხაძე, ირმა ლაპიაშვილი და კობა შონია მონაწილეობენ.