ნახეთ: And Then We Danced-ის მსახიობები შვედ ტელეწამყვანს ქართულ ცეკვას ასწავლიან

ლევან აკინის დრამა And Then We Danced საერთაშორისო წარმატებას განაგრძობს. 

გარდა იმისა, რომ ფილმმა უკვე მოახერხა რამდენიმე ფესტივალის მთავარი ჯილდოს მიღება, აკინის სურათი შვედეთის გადაწყვეტილებით 2020 წლის ოსკარზე მათი სახელით გაიგზავნა და უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში მოსახვედრად იბრძოლებს. 

მანამ, სანამ ფილმი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობას და ხალხის გულების დაპყრობას განაგრძობს, გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ ახალ-ახალი კადრებით, ან ფილმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაიკმაყოფილონ ინტერესი. 

მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ მთავარი როლის შემსრულებლები ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი შვედეთში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემას სტუმრობდნენ და წამყვანის თხოვნით მას ქართული ცეკვის ილეთებიც ასწავლეს.

Omg @jennystromstedt is really fast at picking up the Dance steps!!! ???? Great interview with @levanakin @levan_gelbakhiani and @bachivalishvili @nyhetsmorgon ???????

Posted by And Then We Danced on Saturday, September 7, 2019

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ-შვედური ფილმის,  And Then We Danced-ის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა, მათ შორის – აშშ-მ და კანადამ.