პიტერ ლინდბერგი – პერფექციონისტი სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ

3 სექტემბერს, ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა 40 წლის განმავლობაში ისეთი ჟურნალებისთვის იღებდა სურათებს, როგორიცაა Vanity Fair, Vogue, Harper’s Bazaar და სხვა.

peter lindbergh-ის სურათის შედეგი

1944 წლის ნოემბრის თვის დასასრულს პოლონეთის პატარა ქალაქ ლესნოში  იწყება პიტერ ლინდბერგის ისტორია. თითქმის 30 წლის შემდეგ კი მის ცხოვრებაში ადგილს ფოტოგრაფია იკავებს. მუდმივ ძიებაში მყოფი და ვან გოგის შემოქმედებით შთაგონებული პიტერი ბევრს მოგზაურობს, 1973 წელს კი საკუთარ სტუდიას ხნის დუსელდორფში, მალევე აღწევს წარმატებას და  1978 წელს პარიზში გადადის ისეთ ლეგენდებთან ერთად სამუშაოდ, როგორებიც არიან გაი ბორდინი, ჰელმუტ ნიუტონი და სხვ. 

Fashion portrait showing Kate Moss

ლინდბერგი მოდის სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა იყო. სწორედ მაშინ, როდესაც ოთხმოციან წლებში ინდუსტრია სილამაზის სტანდარტებს მკაცრად აწესებდა, პიტერი ხმამაღლა ამბობდა, რომ იდეალური ფიზიკური მონაცემების ტერორისგან თითოეული ქალი უნდა განთავისუფლებულიყო. 

„როდესაც გადასაღებ მოედანზე მივედი, პიტერს აინტერესებდა მზად ვიყავი თუ არა, კამერის წინ რომ შიშველს მემუშავა. მე ირონიული ტონით ვუპასუხე, თუ რამდენად აუცილებელი იყო, რომ შიშველს მეპოზიორა. მან კი მითხრა, რომ ის ჩემს სახეს გულისხმობდა. რომ შიშველი მხოლოდ სახეზე ვიქნებოდი, არანაირი მაკიაჟი.”- იხსენებს ჰელენ მირელი.

Fashion portrait showing Estelle Lefébure, Karen Alexander, Rachel Williams, Linda Evangelista, Tatjana Patitz and Christy Turlington

პიტერ ლინდბერგის ფოტოებს, პირველ რიგში, მინიმალიზმი გამოარჩევს. მან გაანთავისუფლა ყველა ზედმეტი დეტალისგან, ნივთისგან და ატრიბუტისგან საკუთარი ნამუშევრები და წინა პლანზე სწორედ ადამიანი წამოწია.

ბრიტანული Vogue-სთვის გადაღებული სუპერ მოდელების შავ-თეთრი ფოტო სწორედ მის ობიექტივს ეკუთვნის. 

Image may contain: 6 people, people smiling, outdoor

პიტერ ლინდბერგმა შექმნა Pirelli-ს კალენდარი და ამ პროექტზე ოთხჯერ იმუშავა. სწორედ ამ პროექტით მან მოდის ინდუსტრიასა და სამყაროს ხმამაღლა განუცხადა, თუ რამდენად უმნიშვნელო შეიძლება იყოს და არის ფოტოშოპი ფოტოგრაფის შემოქმედებაში.