ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, საკონკურსო სექციაში “აღმოჩენები”, თამარ შავგულიძის ფილმის “კომეტები” მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა და ჩვენების დასრულების შემდეგ მაყურებელს რეჟისორთან ბევრი საინტერესო კითხვაც ჰქონდა.
ფილმის სიუჟეტი ორი შუახნის ქალის მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმის პროდიუსერები თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შერვაშიძე არიან. ოპერატორი კი გიორგი შველიძეა, რომელმაც ორი წლის წინ ზაზა ხალვაშის ფილმი ნამე გადაიღო და ამისთვია ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთავარი ჯილდოც დაიმსახურა.
ფილმში მთავარ როლებს ნინო კასრაძე და ქეთევან გეგეშიძე ასრულებენ.