ციკო შამრელაშვილი გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც გასულ წელს მცირე ფოტო პროექტი წამოიწყო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.
ნამუშევრებში მსოფლიო ხელოვნების შედევრები ერწყმის ქართულ კუტურას, ისტორიასა, თუ სამზარეულოს და პროექტის ავტორი სწორედ ამ საინტერესო ნაზავით გვიყვება შემეცნებით და ინფორმაციულ ამბებს საქართველოს შესახებ.
“გასულ წელს ინსტაგრამზე დავიწყე ფოტოპროექტი Geoartmood, რომელიც აერთიანებს ქართულ კულტურას,სამზარეულოს, ხედებს და ტრადიციებს მსოფლიო ხელოვნებასთან. ყველა პოსტი არის საინფორმაციო სახის და ის მცირე ფაქტებს უყვება უცხოელებს საქართველოს შესახებ” – ამბობს ციკო შამრელაშვილი.
როგორც შამრელაშვილი ამბობს, პროექტით უკვე დაინტერესდა ქართული და უცხოური მედია.