საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალის “შუა ქალაქში” შემქმნელები სულ მალე ახალ სერიალს წარუდგენენ მაყურებელს.
“მისამართის გარეშე” ასე ერქმევა Night Show Studio-ს ახალ შოუს, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ვანიკო თარხნიშვილი ასრულებს.
ვანიკოსთან ერთად კი პროექტში ვიხილავთ ზუკა ცუხიშვილს, ანა ჯავახიშვილს, ანანო მახარაძეს, თაზო გახარიას, ნატო ებანოიძეს, ზაზა გოგუაძეს და გვანცა კანდელაკს.
მალე ?ახალი სერიალი ?TV Imedi-ზე!
Posted by სალომე ღლონტი on Tuesday, September 10, 2019
რომანტიკული კომედიის ჟანრის სერიალის რეჟისორი ვახო ვარაზია, სიუჟეტი კი რვა მეგობრის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
“მისამართის გარეშე” ტელეკომპანია იმედის ეთერში სავარაუდოდ 20 სექტემბრიდან გავა.