ეფლმა iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max გამოუშვა

დღეს, 10 სექტემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე კომპანია ეფლმა ტრადიციულად წარმოგვიდგინა საკუთარი სმარტფონის სრულიად განახლებული მოდელები — თქვენს წინაშეა iPhone 11,  iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max.

iphone 11-ის ფასი, რომელიც ექვს ახალ ფერშია წარმოდგენილი (თეთრი, შავი, მწვანე, ყვითელი, იასამნისფერი და წითელი) $699-დან დაიწყება, ხოლო  iPhone 11 Pro $999, ხოლო Pro Max $1 099 ეღირება. 

ეფლის ახალი სმარტფონები ახალი, უსწრაფესი პროცესორით იქნება აღჭურვილი. iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max კი სამი უკანა კამერა აქვს — 12-მეგაპიქსელიანი ფართო, 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო და 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო.