BBC America-ს სამეცნიერო ფანტასტიკა “იდუმალი ობოლი” მეხუთე სეზონით დასრულდა, თუმცა როგორც სერიალის მსახიობი ტატიანა მასლანი ამბობს, ის Orphan Black-ის გაგრძელებას აუდიოწიგნად გამოუშვებს.
აუდიოწიგნების სერია Orphan Black: The Next Chapter ისტორიას ფინალიდან 8 წლის შემდეგ გვიამბობს. როგორც ET-სთან ინტერვიუში ტატიანა მასლანი ამბობს, სერიალმა ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა დატოვა, ამიტომ მისი აუდიოწიგნად გაგრძელება სახალისო და საინტერესო იქნება.