18 ოქტომბერს კინოთეატრებს დისნეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის Maleficent მეორე ნაწილი დაიპყრობს.
ფილმში მთავარ როლს კვლავ ანჯელინა ჯოლი ასრულებს და როგორც ინტერვიუებში ამბობს, მაყურებელს წინ იმაზე გაცილებით შთამბეჭდავი სანახაობა ელის, ვიდრე პირველ ნაწილში.
ეს მოსალოდნელიც იყო რადგან ანჯელინასთან და ელ ფენინგთან ერთად, Maleficent: Mistress of Evil-ში ჰოლივუდის კიდევ ერთი დიდებული მსახიობი, მიშელ პფაიფერი თამაშობს.
სანა ფილმი დღის სინათლეს იხილავს, დისნეიმ გადაწყვიტა მაყურებლისთვის რამდენიმე ფოტო გაეზიარებინა და ეჩვენებინა, თუ როგორ გარდაისახა შეუდარებელი ანჯელინა ჯოლი მალეფისენტად.