“პოლონელი ანა ფრანკის”, რენია შპიგელის საიდუმლო დღიური წიგნად გამოიცემა

აღმოჩენიდან ზუსტად 70 წლის შემდეგ, პოლონელი თინეიჯერის, რენია შპიგელის საიდუმლო დღიური წიგნად გამოიცემა

წიგნს “რენიას დღიური: ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება ჰოლოკოსტის ჩრდილში” მკითხველი პირველად დიდ ბრიტანეთში, 19 სექტემბრიდან შეიძენს.

შპიგელი 15 წლის იყო როდესაც დღიურის წერა დაიწყო და ყვებოდა თუ რას ნიშნავდა ცხოვრება მუდმივ მალვაში, როგორ იბომბებოდა მისი ქალაქი და როგორ უჩინარდებოდნენ ებრაელების ოჯახები.

დღიურში მოყოლილია რენიას პირველ სიყვარულისა და პირველი კოცნის ამბავიც. 

უკანასკნელი ისტორია 18 წლის რენიამ დღიურში 1942 წელს გააკეთა, როდესაც ნაცისტებმა მის მშობლიურ ქალაქს მიაღწიეს. გერმანელმა ჯარისკაცებმა მას სხვენში დამალულს მიაგნეს და მოკლეს.