სტრიპი, სტოუნი და დე ნირო მარტინ სკორსეზეს საიდუმლო პროექტში მონაწილეობენ

ჰოლივუდის სამი ლეგენდა – მერილ სტრიპი, შერონ სტოუნი და რობერტ დე ნირო ახალ ფილმში მონაწილეობისთვის ემზადებიან.

თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ ეს არ იქნება უბრალო ფილმი. მეტიც, სამი ოსკარის მფლობელ მერილ სტრიპს ოცნება აუხდა და როგორც იქნა მარტონ სკორსეზეს სურათში მთავარ როლს შეასრულებს. 

პროექტის შესახებ ამ ეტაპზე ყველაფერი გასაიდუმლოებულია, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში სტოუნს წამოცდა, რომ ფილმის ნამდვილი ვარსკვლავი მერილია. სწორედ ამიტომ ბევრი კრიტიკოსი უკვე ვარაუდობს, რომ სკორსეზეს ფილმმა შესაძლოა მერილს მეოთხე ოსკარიც კი მოუტანოს. 

იწერება ისიც, რომ ფილმი შესაძლოა ნეტფლიქსზე ვიხილოთ. ერთადერთი რაც დანამდვილებით ვთქვათ არის ის, რომ რეჟისორის ან პროდიუსერის ოფიციალურ განცხადებამდე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით.