ჯოან როულინგმა გაფანტული სკლეროზის კვლევებისთვის $20 მილიონი გამოყო

BBC-ის ინფორმაციით, ჰარი პოტერის შესახებ შექმნილი წიგნების ავტორმა, ჯოან როულინგმა ედინბურგის უნივერსიტეტის ნევროლოგიის კლინიკას გაფანტული სკლეროზის შესასწავლად $20 მილიონი გადაურიცხა. 

თანხა სრულიად მოხმარდება მწერლის დედის, ენ როულინგის სახელობის ნევროლოგიის კლინიკისთვის უახლესი აღჭურვილობის შეძენასა და ეფექტური მკურნალობის საძიებლად ახალი კვლევების დაფინანსებას.

მწერლის დედა ენ როულინგი გაფანტული სკლეროზის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.